დიმიტრი სამხარაძე: აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს კოვიდ-რეგულაციების დამრღვევი ყველა პიროვნების ვინაობა – ერს აქვს უფლება, იცნობდეს კოვიდის მოკავშირეებს

“აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს კოვიდ-რეგულაციების დამრღვევი ყველა პიროვნების ვინაობა! ერს აქვს უფლება, იცნობდეს კოვიდის მოკავშირეებს! 1374 ინფიცირებული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყველა მათგანის სახელი და გვარი.

“მავნებლები, კოვიდის გავრცელებით ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნას რომ უწყობენ ხელს ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ რას ერჩით რისკ ჯგუფში მყოფ ხალხს?? ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბიზნესი?? მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყველა მათგანის, ყველა მავნებლის, ქვეყნის მტრის სახელი და გვარი“, – წერს სამხარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები