„პოლკოვნიკი სტოქსი: საბჭოთა ოკუპაციის კადრს მიღმა დარჩენილი ისტორია” – ბექა კობახიძის ლექცია
„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“, -კოლაუ ნადირაძის ლექსის ამ სტრიქონის ქვეშ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი აგრძელებს ლექციათა ციკლს, რომელიც ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სერიის ფარგლებში, 14 აპრილს, 16:00 საათზე, ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი – ბექა კობახიძე წაიკითხავს ლექციას – „პოლკოვნიკი სტოქსი: საბჭოთა ოკუპაციის კადრს მიღმა დარჩენილი ისტორია”.
ქართულ-ბრიტანული დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება. ამ ორ ქვეყანას შორის კულტურისა და განათლების სფეროს განვითარებას ხელს უწყობს საქართველოში ბრიტანეთის საბჭო (British Council), რომლის მხარდაჭერითაც ხორციელდება აღნიშნული ლექცია და რომელიც ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სერიას ეხმაურება.
ლექციის მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე.
შეხვედრაზე დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/39OfPVb