ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის ბევრი მოპარული ფული და ამ ფულით შენახული მედიასაშუალებები
“სააკაშვილი არის ბევრი მოპარული ფული და ამ ფულით შენახული მედიასაშუალებები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვინც პარლამენტში ვერ შევა, გამოდის, რომ იმ პარტიას არანაირი ავტონომიურობის რესურსი არ აქვს და მჭიდრო ბმაშია „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილთან.
,,თვითონ ერთგვარი ლუსტრაცია არის ის პროცესი, რომელსაც ახლა ვხედავთ ოპოზიციაში. თუ ვინმე შევა პარლამენტში ამ ვითარებაში, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ ავტონომიურობის რესურსი აქვს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას. ვინც ვერ შემოვა პარლამენტში, გამოდის, რომ იმ პარტიას არანაირი ავტონომიურობის რესურსი არ აქვს და მჭიდრო ბმაშია „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილთან.
სააკაშვილი არის ბევრი მოპარული ფული, ამ ფულით შენახული მედიასაშუალებები, ეს არის სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ადამიანებმა სიცოცხლე, ჯამრთელობა დაკარგეს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.