ამირან გამყრელიძე: ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოსახლეობისთვის „ფაიზერის“ მეორე დოზებზე ჩაწერა გამოცხადდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად ჩაეწერონ.

„დაახლოებით, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გამოცხადდება ასევე ჩაწერა მოსახლეობისთვის „ფაიზერის“ მეორე დოზებზე, ანუ ვინც პირველი გაიკეთა. მოგეხსენებათ, სამი კვირიდან, 21 დღიდან 28 დღის ინტერვალში კეთდება მეორე დოზა და მოსახლეობას ეცოდინება უკვე, რომ ისევ იმ დაწესებულებაში, სადაც პირველი დოზა გაიკეთა, უნდა დაჯავშნონ ადგილი და მივიდნენ. გაიხსნება ოთხშაბათს ან ხუთშაბათს და ეცნობება მოსახლეობას, რომლებსაც ექნებათ საშუალება, დაჯავშნონ და დაგეგმონ მეორე აცრის კალენდარი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები