ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით, ჩვენი ეს გეგმა არარელევანტურია და ყველა უნდა შევიდეთ პარლამენტში

“თუ მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და პარლამენტი შედგა სრულფასოვნად, ჩვენი ეს გეგმა არარელევანტურია და, ჩვეულებრივად, ყველა უნდა შევიდეთ პარლამენტში”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩის“ სამოქმედო გეგმა ამას ხელს არ შეუშლის.

„ჩვენ ეს სამოქმედო გეგმა იმიტომ გამოვააშკარავეთ და ამდენ ხანს იმიტომ ვიკავდებდით თავს, რომ არ გვინდოდა, ხელი შეგვეშალა მოლაპარაკებებისთვის. თუ მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და პარლამენტი შედგა სრულფასოვნად, ჩვენი ეს გეგმა არარელევანტურია და, ჩვეულებრივად, ყველა უნდა შევიდეთ პარლამენტში. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოთხი რაუნდი იყო, ორი მეორედ იყო, თუ სინამდვილეში რამე კარგი მოხდა, მხოლოდ მივესალმები, მაგრამ რომ გითხრათ, დიდი იმედი მაქვს, შემდეგი რაუნდები იქნება და წარმატებული, ამის საფუძველს არაფერი მაძლევს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ჩვენი დღეს განცხადებული სამოქმედო გეგმა ვინმეს ხელს უშლიდეს, შეიძლება, დაასტიმულიროს კიდევაც ჩვენი კოლეგები, რომ უფრო მეტი მოინდომონ და მოილაპარაკონ“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

„გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ, მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები