პარლამენტში ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ
პარლამენტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობაზე იმსჯელებენ.
დარგობრივი კომიტეტის წევრებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელი – მედეა ჯანიაშვილი წარუდგენს.
კომიტეტის სხდომა 13:30 საათზეა ჩანიშნული.