„გზა ფესვებისაკენ“ – მარგარეტ დაიაურთან შეხვედრა
12 აპრილს, 21:00 საათზე, მარგარეტ დაიაურთან შეხვედრა გაიმართება.
22 წლის მარგარეტ დაიაური სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. წარმოშობით ხევსურეთიდან არის, თუმცა წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. აკადემიაში სწავლის პერიოდში უკვე ზუსტად იცოდა, რომ წინაპრების ფუძეს მიუბრუნდებოდა. ასეც მოიქცა, შანსი მიეცა თუ არა, შატილში გადავიდა საცხოვრებლად.
22 წლის მარგარეტი შატილის სკოლაში მოხალისე პედაგოგია, იგი ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის. მთა მისთვის ყველაფერია, განსაკუთრებით კი ზამთარი უყვარს. შატილში ელექტროენერგიის პრობლემაა, რის გამოც ესკიზებს ვეღარ ქმნის, რადგან დაღამების შემდეგ ლამპის შუქზე მუშაობა შეუძლებელია. სჯერა, რომ თავის საყვარელ საქმეს – დიზაინს, აუცილებლად დაუბრუნდება, დღეს კი მისთვის მთავარი ბავშვებთან მუშაობაა.
შეხვედრა გაიმართება პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით.
სარეგისტრაციოდ იხილეთ ბმული:
https://docs.google.com/…/1FAIpQLScm5O9sfZY…/viewform