ბოლნისის ახალი მუზეუმი – XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების გამოფენა
ბოლნისის ახალი მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მუზეუმში შესაძლებელია პაულ ფონ ფრანკენის, ჰელენე კიუბერ-ფრანკენის, რიჰარდ ზომერის, თეოდორ ჰორშელტის, ოსკარ შმერლინგის, ალექსანდრე ზალცმანის, ბორის ფოგელისა და ირინა შტენბერგის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების ხილვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.
მუზეუმის სამუშაო დღეები: სამშაბათი – კვირა, 10:00-17:30.
ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48 ა.
გამოფენის შესახებ: https://bit.ly/3pH2tjZ