ლიტერატურული კონკურსი „ლიტჰაიკერი“ – არჩილ ქიქოძის ლექცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის – „ლიტჰაიკერის“ ფარგლებში, პირველი საჯარო ლექცია თსუ-ში მწერალმა არჩილ ქიქოძემ წაიკითხა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
პირველ ტურში მონაწილეები წაიკითხავენ არჩილ ქიქოძის წიგნს – “ნორვეგიული დღიური“, რომელიც ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებაა. ბავშვობის ოცნება ჩრდილოეთის სახელოვანი და უსახელო გმირების შესახებ, ლიტერატურული შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნებიდან, ნამდვილი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მოგონებები ქმნიან პალიმფსესტს, სადაც წაკითხული და განცდილი, წიგნი და ბუნება, ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, ნორვეგია და საქართველო ერთმანეთში ირეკლება
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის – „ლიტჰაიკერი“ – მეექვსე სეზონი დაიწყო.
ეს პროექტი წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. მისი მიზანია, ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები