ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი – სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „დაისის მიზიდულობის” ჩვენება
17 აპრილს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენებიბ იქნება სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი – „დაისის მიზიდულობა”.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა შვეიცარიაში, საერთაშორისო კინოფესტივალზე Visions du Réel, სადაც „დაისის მიზიდულობა“ მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა სექციაში – „Regard Neuf – პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმები“.
ეროვნულ კინოკლუბში გასაწევრიანებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://www.facebook.com/groups/135578411346783
ღონისძიების დეტალები: https://www.facebook.com/events/467172454394004/
„რადგან ფილმი გაყიდულია არაერთ ქვეყანაში და მისი უფასო დისტრიბუციის უფლება მხოლოდ საქართველოში გვაქვს, 17 აპრილის ონლაინ კინოჩვენებაზე “დაისის მიზიდულობა” ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოში მყოფი მაყურებლებისთვის“, -აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.