მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით ქობულეთში აქცია გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში აქცია გაიმართა. ადგილობრივები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ, რადგან როგორც შეკრებილები განმარტავენ, მედიკამენტებისა თუ პროდუქტის შესაძენად, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

სოფელში 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი განცხადებით, უმრავლესობას ავტომობილი არ ჰყავს, ტაქსის დაქირავება კი ძვირი უჯდებათ.

ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

„ქობულეთის მერიის მუშაობითა და ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დაახლოებით 2 წლის წინ, გორგააძეებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დაინიშნა მიკროავტობუსი, თუმცა, მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო, მძღოლები უარს აცხადებდნენ, ამ მიმართულებით გაეკეთებიათ ხაზი. ამ ეტაპზე, მერია დამატების მსჯელობს სუბსიდირების საკითხზე და შესაძლოა, ნაწილობრივ მერიის დაფინანსებით, ხაზზე მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდეს,”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები