ზუგდიდში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე „მერსედესის“ მარკის 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე მანქანის მგზავრები ზუგდიდი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ გამოკვლევები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები