საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზედაშვებულია სახელმწიფო დროშები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ქვეყნის ტერიტორიაზე დროშები 11 აპრილის 00:00 საათამდე იქნება დაშვებული.

შეგახსენებთ რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება 7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. რა დროსაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა.

გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები