ხონში თანამედროვე სტანდარტების ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება

ახალი სასწავლო ცენტრი სამინისტროს, ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთანამშრომლობით განვითარდება. სამშენებლოდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთლიანადაფინანსებს დამსაქმებელთა ასოციაცია, ხოლოსამინისტრო გამოყოფს რესურსს თანამედროვესასწავლო გარემოს შესაქმნელად. პროექტისმიზანია, კერძო სექტორთან პარტნიორობითთანამედროვე პროფესიული განათლებისშეთავაზება რეგიონის მოსახლეობისთვის, მათიდასაქმებისა და განვითარების ხელშესაწყობად.

სასწავლებელი ფუნქციონირებას 2022 სასწავლოწლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდანგამომდინარე, სტუდენტებს ძირითადადსამშენებლო, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობისმიმართულებებით, პროფესიულ პროგრამებსშესთავაზებს.  ცენტრის  სარეაბილიტაციოსამუშაოები საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარქიტიაშვილმა, დამსაქმებელთა ასოციაციისპრეზიდენტთან, ელგუჯა მელაძესთან და ხონისმერთან ლადო ჯურხაძესთან ერთადდაათვალიერა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილაიმაზე, თუ რა მიმართულებით შეუძლიასახელმწიფოს კერძო სექტორთან ერთადინვესტიციის განხორციელება, რათა ხონისა დამიმდებარე  მუნიციპალიტეტებისმოსახლეობისთვის, ყველაზე აქტუალური დამოთხოვნადი პროფესიები გახდესხელმისაწვდომი.

დამსაქმებელთა ასოციაციის კოორდინაციით, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა  ადგილობრივიკერძო და არასამთავრობო სექტორისწარმომადგენლებთანაც გამართა და განათლებისცენტრის განვითარების პროცესში, მხარეთამაღალი ჩართულობის საჭიროებასა დამნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები