ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ამიერიდან ანზორ ერქომაიშვილის სახელობის იქნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი დღეიდან ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრად იწოდება. – ინფორმაციას ფოკლორის ცენტრი ავრცელებს.
„უდიდესი პატივია, ატარებდე საუკუნის მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს. აღნიშნული გადაწყვეტილება მისი ხსოვნისა და ღვაწლის სათანადო დაფასებასთან ერთად, საფუძველს უყრის ცენტრის ახალ სიცოცხლეს, ჩვენი საქმიანობის, თვისობრივად, ახალ ეტაპზე გადასვლას.
გვსურს, საკითხის ინიცირებისათვის მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები