„წამი უდიდებულესი“ – ნათია მეგრელიშვილის საჯარო ლექცია

 9 აპრილს, 18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პუბლიცისტ ნათია მეგრელიშვილის საჯარო ლექცია – „წამი უდიდებულესი“ გაიმართება
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ინფორმაციით, 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან თარიღს აერთიანებს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია საბჭოთა არმიამ დაარბია. დემონსტრანტებს მხუთავი აირით, ორლესული ნიჩბებითა და ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ. დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა ასობით და მოიწამლა ათასობით ადამიანი.
ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები