როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 – 12 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, იწვიმებს, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერად. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, 9 – 12 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

“საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა წვიმებმა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები