„ლიტურგია ჟამიანობისას“ – საჯარო ლექცია

8 აპრილს, 15:00 საათზე, საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმის Hangouts Meet საშუალებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ლიტურგია ჟამიანობისას: ეკლესია და ეპიდემია ქრისტიანულ ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში“, რომელსაც წაიკითხავს მღვდელი ლეონიდე ებრალიძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საჯარო ლექციაზე განიხილება შემდეგი საკითხები:
ეკლესიის როლი და სოციალური პასუხისმგებლობა ეპიდემიებთან ბრძოლაში: ქრისტიანები დგანან დაავადებულთა სამსახურში;
ლიტურგია, როგორც პასუხი სანიტარიულ გამოწვევებზე: ქრისტიანები ლოცულობენ დაავადებულთა გამოჯანმრთელებისათვის;
ლიტურგია და საზოგადობრივი უსაფრთხოების ნორმები: ქრისტიანები იცავენ საკუთარ და სხვათა უსაფრთხოებას.
ონლაინლექცია დისკუსიის ფორმატსაც ითვალისწინებს.
ბმული: https://meet.google.com/jdd-sxds-vqv?authuser=0

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები