გოგი მეშველიანმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მიშველიანის თქმით, ბარეთის გზის მშენებლობის პროექტირება დაიწყო.

“საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანი, სამაჟორიტარო ოლქში: ბოლნისში, დმანისში, თეთრწყაროსა და წალკაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან: ილია ბეგიაშვილთან და კობა გაბუნიასთან , ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან, ერთად გაეცნო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ სამუშაოებს. ასევე განიხილეს სამომავლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები.

ქალაქ ბოლნისში 1 197 885 ლარის ღირებულების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ესენია: მერაბ კოსტავას და იაკობ ცურტაველის (თამარ მეფის ქუჩა N10 დან N12-მდე) ქუჩებზე გზის; რეაბილიტაციის სამუშაოები (N1 მონაკვეთი, N2 მონაკვეთი 2-1) ; ფარნავაზ მეფის ქუჩაზე (N54-დან N79-მდე) ქვაფენილების მოწყობა; შოთა რუსთაველის ქუჩაზე (N47-დან N79-მდე) ქვაფენილების მოწყობა.

თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში დასრულებულია 3 135 062 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფლების: ჯორჯიაშვილისა და ბოგვში მოეწყო წყალმომარაგების სისტემები. სოფელ ენაგეთში მოწესრიგდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სკოლამდე მისასვლელ გზას.
სოფელ ჯორჯიაშვილში კი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – 535 999 ლარი.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელებში: საბეჭისი, ბარეთი ლივადი და იმერაში დასრულდა სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების რეზერუარების მოწყობის სამუშაოები, რომლის მთლიანი ღირებულება 856 996 ლარი შეადგინა.
„აქვე მინდა სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდოთ წალკელებს, რომ ბარეთის გზის მშენებლობის პროექტირება დაიწყო „ – აცხადებს გოგი მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები