„სახლი“ – მიხეილ კობახიძისადმი მიძღვნილი სპექტაკლი

7, 8, 9 აპრილს, 18:00 საათზე, ექსპერიმენტულ თეატრში, თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი’’  წარმოადგენს შემოქმედებით პროექტს – სპექტაკლი „სახლი’’.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი შექმნილია მანანა მენაბდის იგავის „სახლის’’ მიხედვით, რომელიც ეძღვნება მიხეილ კობახიძის ხსოვნას. დადგმა აგებულია ქართული და თანამედროვე ქორეოგრაფიით, ასევე გაჯერებულია კინო-ენისა და ლიტერატურული ელემენტებით.
„ამ დადგმით, ავტორს სურს, წინა პლანზე წამოწიოს თანამედროვე ყოფის ესოდენ თვალში საცემი აბსურდულობა და მისი ილუზორულობა„
ზღვარი რეალურსა და ირიალურს შორის ფაქტობრივად წაშლილია და ადამიანები მოძრაობენ ჩაკეტილ და აბსურდით გარემოცულ წრეში. სამწუხაროდ, თანამედროვე ყოფაში ისტერიული ტემპო-რიტმის ფონზე ადამიანები ვეღარ ახერხებენ ამ წრიდან გასვლას და სამყაროს გაცნობიერებას.
სპექტაკლი ,,სახლი’’ ავლენს რეალური სამყაროს ილუზიას, ხოლო ილუზია კი რეალობას უსვამს ხაზს. სახლი, რომელშიც გმირი ცხოვრობს ბუტაფორიულია. თეატრში, სადაც სახლისგან განსხვავებით ყველაფერი პირობითი უნდა იყოს, რეალურია. სწორედ ეს შეუსაბამობა გაუსმევს ხაზს მთავარ სათქმელს – ყოფის ილუზორობას“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი და რეჟისორი – მანანა მენაბდე
დამდგმელი ქორეოგრაფი- თინათინ ქოიავა
მუსიკის ავტორი – დავით თავაძე
მხატვარი – გოგი მიქელაძე;
მხატვრის ასისტენტი – თამაზ ბოჭოიძე;
ვიდეომონტაჟი და გრაფიკა – ანარ მამედოვი
შემსრულებლები – „იმპულსის’’ მოცეკვავე – მსახიობები: გიორგი გობეჯიშვილი, ანარ მამედოვი, ანა კაზანაშვილი, სალომე მაზმიშვილი, ემილია გამბაროვა, ნუნუ ღიბრაძე, თამარ წიკლაური
სპექტაკლის ფინანსური მხარდაჭერია თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები