„ქუჩის თეატრი“ – საცირკო-ქორეოგრაფიული დადგმა „ჯადოქრის სახლი“

10, 11 და 12 აპრილს, 18:00 საათზე, “Silk Factory”-ში „ქუჩის თეატრის” საცირკო სანახაობა „ჯადოქრის სახლი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, “ჯადოქრის სახლი” საცირკო-ქორეოგრაფიული დადგმაა, რომელიც ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს.
გოგონა ჯადოქრის სახლში ხვდება, სადაც ჯადოქარი და მის მიერ გაცოცხლებული, კარტიდან გადმოსული პერსონაჟები, მას საოცარ, მოულოდნელობებით სავსე, დაუვიწყარ თავგადასავალში გაახვევენ.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მაყურებელს.
“ქუჩის თეატრი” მსახიობებით, მოცეკვავეებით, ჟონგლიორებით, აკრობატებით და მიმებით დაკომპლექტებული დასია, რომელიც 2014 წელს მსახიობმა და მოცეკვავე ირაკლი ბიგვავამ დააარსა.
მხარდამჭერია თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები