„ევრაზიან ინვესტი”: მტკიცება, რომ ,,ფოთის თიზი”-ს მეშვეობით ჩვენი ჰოლდინგის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გადასახადებს არ იხდის და იღებს კოლოსალურ შემოსავლებს, სიცრუეა

“მტკიცება, რომ ,,ფოთის თიზი”-ს მეშვეობით ჩვენი ჰოლდინგის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გადასახადებს არ იხდის და იღებს კოლოსალურ შემოსავლებს, არის მტკნარი სიცრუე”, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრაზიან ინვესტის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოლდინგი ტელეკომპანია “პირველს” “ფეიკნიუსის” გავრცელებაში ადანაშაულებს.

,,ტვ პირველისგან” მიჩვეულები ვართ ჩვენი ჰოლდინგისა და მასში შემავალი სუბიექტებისადმი მიკერძოებულ ყურადღებას. ამ თვალსაზრისით, გასული შაბათი არაფრით იყო გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით სიუჟეტში გაჟღერებული ყალბი ვერსიების ცრუ მოწმედ „ლელოს“ წარმომადგენლის გამოჩენას. ჩვენ, ძირითადად, არ ვპასუხობთ ნოდარ მელაძისა და მისი შემკვეთების გამოხტომებს, იმდენად უსაფუძვლო, უარგუმენტო და მოკერძოებულია მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები, მაგრამ, სიყალბის მასშტაბებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩავთვალეთ, გვემხილებინა ,,ტვ პირველის” მორიგი ,,ფეიკნიუსი”. ,,ფეიკი” პირველი – მტკიცება, რომ ,,ფოთის თიზი”-ს მეშვეობით ჩვენი ჰოლდინგის დამფუძნებელი, ბიზნესმენი „ვანო ჩხარტიშვილი გადასახადებს არ იხდის და იღებს კოლოსალურ შემოსავლებს“, არის მტკნარი სიცრუე და ,,თიზი”-ს საქმიანობის სრული უცოდინრობა. ,,ფოთის თიზი”-ს 75-%-ის მფლობელი არის ჩინური კომპანია – CEFC, რომლის აღნიშნული წილის მართვას ახორციელებს არა ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებული კომპანია – შპს „ევრაზიან ინვესტი“, როგორც ამას სიუჟეტში გვიმტიცებენ, არამედ –  „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“, რომელიც ქართველი და ჩინელი პარტნიორებისაგან შედგება. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილი ვერანაირად ვერ დამალავს გადასახადებს და ვერ მიიღებს დიდ შემოსავლებს, რადგან ერთი, რომ ,,თიზ,,-ში რეგისტრირებული კომპანიები თვითონ არიან პასუხისმგებელნი სახელმწიფოსთან გადასახადების გადახდაზე, მეორე, “თიზ”-ში რეგისტრირებული არცერთი კომპანია არ არის ჩვენი საკუთრება და მესამე, არც ,,ფოთის თიზი”-ს და არც მენეჯემენტ-კომპანიის მიერ დივიდენდების განაწილება არ მომხდარა.

,,ფეიკი” მეორე, თითქოს, ვანო ჩხარტიშვილმა „ჩინელებს სასამართლოს მეშვეობით მილიონიანი ქონება 90-იანი წლების რეიდერული წესით წაართვა“, არის ასევე სრული სიყალბე და ფაქტების უხეში ფალსიფიკაცია. ჟურნალისტს ჩვენ მიერ განემარტა, რომ მის მიერ დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილებები იყო ტექნიკური ხასიათის და მიზნად ისახავდა კომპანიის მართვაში პამნდემიისგან შექმნილი სირთულეების მოგვარებას. კერძოდ, პანდემიის გამო ჩინელი დირექტორი ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას, რაც ხელს უშლიდა “თიზი”-ს ხელშკრულებებისა და ვალდებულებების დროულ შესრულებას. ეს იყო წმინდა ტექნიკური პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ იყო მოსაგვარებელი და, ჩინურ მხარესთან შეთანხმებით, იგი არსებული კანონის ფარგლებში განხორციელდა. დღეისათვის ეს ტექნიკური პრობლემა მოგვარებულია და არანაირი გაუგებრობა “თიზი”-ს მეპატრონესა და მმართველი კომპანიის პარტნიორებს შორის არ არსებობს. ან როგორ წარმოუდგენიათ პატივცემულ ჟურნალისტებსა და მათ მოდუს ოპერანტ „ლელოელ“ ბუაძეს, მილიონიანი ქონება ისე წაართვა უმსხვილეს ჩინურ კომპანიას, რომ ამაზე არც კომპანიამ ამოიღოს ხმა და არც მსოფლიოში უზარმაზარი გავლენების მქონე ჩინეთმა?!

დანარჩენი ,,ფეიკები” განხილვადაც არ ღირს, რადგან ყველა ისინი რეალურად მხოლოდ ნოდარ მელაძის შოუს სიცრუის ვირტუალურ ფაბრიკაში არსებობენ”, – ნათქვამია ჰოლდინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები