„ქართული ენის დღეები“ – საჯარო ლექციები

31 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით,  კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, „ქართული ენის დღეების“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დასკვნითი ღონისძიება ქართული ენის დღეს, 14 აპრილს, კამპუსის ეზოში გაიმართება.
უკვე ჩატარდა ლევან ბერძენიშვილის (ილიას უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია – „ენის ფილოსოფია“, ასევე – მარინე ბერიძის (სახელმწიფო ენის დეპარტამენტი) ლექცია – ქართული ენის დიალექტები (ლინგვისტური პორტრეტი).
საჯარო ლექციების ჩატარების განრიგი:
1. მარიამ მანჯგალაძე (კავკასიის უნივერსიტეტი) – „ენა, როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი საფუძველი“ – 8 აპრილი, 14 საათი, მოდერატორი – ნინო პოპიაშვილი (CU საკონფერენციო დარბაზი)
2. დათო ტურაშვილი – „მწერალი და ენა“ – 12 აპრილი, 14 საათი; მოდერატორი მარიამ მანჯგალაძე (CU საკონფერენციო დარბაზი)
3. სტუდენტთა დისკუსია თემაზე:
„ენის მეტამორფოზა“ – 6 აპრილი, 14 საათი; მოდერატორი ლევან კაკლიანი (CU საკონფერენციო დარბაზი)
ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს საელჩო ლიეტუვაში; ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფი.
დასწრებისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/oADgM6JChYNksrCb9

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები