„ავტოპორტრეტი“ – რაფაელის დაბადების დღე

რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლი, იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი – რაფაელი 1483 წელს დაიბადა. ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ის 6 აპრილს დაიბადა. – ასე იხსენებს მხატვარს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ფეისბუქგვერდზე.
„ეს ნამუშევარი ამჟამად უფიცის გალერეაში, ფლორენციაში ინახება. ზუსტი ცნობა არ არსებობს, მაგრამ მიიჩნევა, რომ არის „ავტოპორტრეტი“, რომელიც რაფაელმა 1504-1506 წლებში შეასრულა. მისი ავთენტურობა რამდენჯერმე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ნახატი ცუდ მდგომარებაში იყო, რის გამოც ხელოვნებათმცოდნეებს და ისტორიკოსებს უჭირდათ ის მიეკუთვნებინათ რაფაელისთვის. კვლევას ართულებდა ისიც, რომ ერთ-ერთი ბანკის სარდაფში იპოვეს იდენტური პორტრეტი. ის, რომ ნახატი ორიგინალია და მისი ავტორია რაფაელი, 1983 წელს პალაცო პიტიში ექსპერტიზის და კვლევის შედეგად დადასტურდა, რომელიც რაფაელის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენამდე ჩატარდა. მას შემდეგ ეს პორტრეტი გახდა მხატვრის ყველაზე ცნობადი გამოსახულება“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაფაელ სანტი. „ავტოპორტრეტი“. 1506. უფიცის გალერეა, ფლორენცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები