ვახტანგ მეგრელიშვილი: უკვე იმ სტადიაში ვართ, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკება დავიწყოთ

“უკვე იმ სტადიაში ვართ, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკება დავიწყოთ”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “გირჩი” მზადაა, “ქართულ ოცნებას” საკუთარი გეგმა შესთავაზოს.

“უკვე იმ სტადიაში ვართ, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკება დავიწყოთ. როდესაც კონსენსუსი იქნება, მერე უკვე სრულად ღია ვიქნებით. ამ დოკუმენტის მთავარი შინაარსი იყო “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის მტრობის დასრულება. ამიტომაც ვუჭერდი მხარს შეთანხმებასა და ხელმოწერას”, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები