„ნებისმიერი თოჯინის შექმნაში სულსა და გულს ვდებ“ – გრაფიკული დიზაინერის, პატარა პრინცის, მეზობლის ფისოსა და სხვა ამბები

ბავშვობიდან უყვარდა: ქსოვა, ქარგვა, ხატვა, კეთებდ სხვადასხვა დეკორატიულ ნივთს. სამხატვრო აკადემია გობელენისა და მხატვრული ქსოვილების განხრით დაამთავრა… გრაფიკული დიზაინერია. აობდ სხვადასხვა სარეკლამოსა კომპანიში.
ამ ეტაპზე  დისტანციურ რეჟიმში მუშაობ და პარალელურად ქმნის ქსესუარებ, სათამაშოებ.
ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება  აქტიურად ბო ერთი წელია დაიწყო, რაც დისტანციურ მუშაობაზე გადავა. – ხელოვანისა და გრაფიკული დიზაინერის თეა ვაჭარაძის პერსონა.
– ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც ყველანაირად ცდილობდნენ ჩემთვის საუკეთესო გარემოს შექმნას.
დედის დამსახურებაა ხელოვნებისადმი ჩემი სიყვარული, მუდმივად ვხედავდი, როგორ ქარგავდა, ქსოვდა და მეც მიჩნდებოდა რაიმეს შემქმნის სურვილი.
საკმაოდ პატარა ასაკიდან მეც დავიწყე ქსოვა, ქარგვა, ხატვა, ვაკეთებდი სხვადასხვა დეკორატიულ ნივთს. დედა ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ  რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიმეღო.
– სამხატვრო აკადემია გობელენისა და მხატვრული ქსოვილების განხრით დაამთავრეთ…

– სტუდენტობა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, საუკეთესო ლექტორები მასწავლიდნენ.  ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს  თამაზ ნუცუბიძემ და გივი ყანდარელმა.
სხვადასხვა სარეკლამოსა და კომპანიში გრაფიკულ დიზაინერად მუშაობდით…
– სარეკლამოში მუშაობის პერიოდში ავითვისე ის ტექნიკური დეტალები, რაც აუცილებელია გრაფიკული დიზაინერისთვის.
საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. ამ პერიოდმა პირველ რიგში გამოცდილება შემძინა. როცა პირველად მუშაობა დავიწყე, ბუნებრივია, გამოცდილება არ მქონდა და ამის გამო ხშირად შემქმნია პრობლემები, მაგრამ მუდმივად ვცდილობდი, შემევსო ის ტექნიკური ცოდნა, რაც მაკლდა და ძალიან მალე მივიღე შედეგიც.

– როგორ იმოქმედა თქვენზე პანდემიამ? ნაყოფიერად იმუშავეთ? სიახლე რა იყო თქვენს შემოქმედებაში?
– პანდემიის პერიოდში მოხდა ისე, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადავედი. ამან ხელი შემიწყო, სამუშაოს პარალელურად კვლავ დამეწყო ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ბოლო პერიოდში თოჯინების შექმნამაც გამიტაცა.
– თქვენი გვერდი გაქვთ ART Tea Vacharadze. თქვენ მიერ დამზადებული, სადაც მრავალფეროვანი ნამუშევრებია განთავსებული: ხელნაკეთი ბაჭიები, დათუნიები, თოჯინები, სამკაულები, ზარდახშები… რა უფრო მოსწონს შეძენის მსურველს?
– სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელი მყავს. არის კატეგორია, რომელიც უფრო სამკაულებით ინტერესდება, გარკვეული კატეგორიის მომხმარებელს ზარდახშები უფრო იტაცებს, არიან ასევე თოჯინების შეძენის მსურველებიც.
– პატარა პრინცი… როგორ შეიქმნა ეს თოჯინა? რომელიმე ხელნაკეთის შექმნის ამბავი…
– პატარა პრინცი ერთმა ძალიან კარგმა გოგომ შემიკვეთა. ძალიან ვნერვიულობდი, რამდენად კარგად გამომივიდოდა, გოგონა აღფრთოვანებული დარჩა, ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო. ნებისმიერი თოჯინის შექმნის პროცესში სულს და გულს ვდებ. გრძნობით ვაკეთებ, მგონია, სხვანაირად არც გამომივა. მაგალითად,  ნაცრისფერი ფისო მეზობლის ფისომ შთამაგონა, ჩემი თვალით დანახული მეზობლის ფისოს შექმნის სურვილი გამიჩნდა.

– როგორ მუშაობთ? შთაგონება?
– შთაგონება შეიძლება ძალიან პატარა დეტალმაც მომცეს, შეიძლება უბრალოდ ქუჩაში დავინახო ვინმე და უცებ გამიჩნდეს თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანის პერსონაჟის შექმნის სურვილი.
– ჰობი…
– კითხვა, ბუნებაში სეირნობა, ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალი და ფოტოების გადაღება.
– სამომავლო გეგმები…
– მინდა პატარა სახელოსნო-სალონი მქონდეს, სადაც ჩემს ნამუშევრებს განვათავსებ, ასევე გეგმები მაქვს გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამჯერად საუბრისგან თავს შევიკავებ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები