დავით გადელია: სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი მატულობს, მოიმატა სიკვდილიანობამაც
“რამდენიმე დღეა, ვატყობ, რომ სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი ოდნავ მატულობს და სიკვდილიანობამაც მოიმატა”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რაც შეეხება გართულებებს, ის ყველა აცრაზეა მოსალოდნელი.
“რამდენიმე დღეა, ვატყობ, რომ სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი ოდნავ მატულობს და სიკვდილიანობამაც მოიმატა. რაც შეეხება ვაქცინას, მეც აცრის პირველივე დღეს ავიცერი, რადგან ისინი, ვისაც ჩემი სჯეროდა, მეკითხებოდნენ – რას იზამო. სხვა აცრებიც ასეთია, დაახლოებით. რა თქმა უნდა, გართულებები ყველა აცრაზეა მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია ჩვენი მზადყოფნა, რომ გართულების შემთხვევაში მოხდეს მისი ოკუპირება”, – აცხადებს დავით გადელია.