ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, “ლოქდაუნი” თავიდან ავიცილოთ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომატებულია კორონავირუსის გავრცელების კოეფიციენტი და ინციდენტობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა მესამე ტალღის რისკის წინაშეა.
როგორც მინისტრმა “დღის კურიერის” ეთერში აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე “ლოქდაუნის” თავიდან აცილებაა.
“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძლოთ და მესამე “ლოქდაუნი” თავიდან ავიცილოთ. ამისთვის გვესაჭიროება ჩვენი მოქალაქეების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. კვლავ მოვუწოდებთ მათ, ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე. მნიშვნელოვანია ასევე სოციალური დისტანცირება და თავის არიდება მასიური შეკრებიდან. სამწუხაროდ, მომატებულია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ინციდენტობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მესამე ტალღის რისკის წინაშე ვართ”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.