ბექა ოდიშარია: არ არსებობს ამ ქვეყანაში ქვეყნის საწინააღმდეგოდ განწყობილი იმდენი ადამიანი, როგორც ამას ჩვენი ოპოზიციონერები მთელს ქვეყანას უსახავენ

“არ არსებობს ამ ქვეყანაში ქვეყნის საწინააღმდეგოდ განწყობილი იმდენი ადამიანი, როგორც ამას ჩვენი ოპოზიციონერები მთელს ქვეყანას უსახავენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ეძებს ყველაფერს, რაც ჩამოშლის ამ სახელმწიფოს და რევანშისტულ ძალებს მოიყვანს.

„ამერიკასა და ევროკავშირს საქართველოს მიმართ აქვთ დამოკიდებულება, როგორც ეს უნდა ჰქონდეს ნამდვილ მეგობარს. მათ ეს ქვეყანა ადარდებთ, მათ არ ადარდებთ ოპოზიციური პარტიები და, ალბათ, არც სხვა, მაგრამ ოპოზიცია მათ ეპყრობა მომხმარებლურად, მათ შორის, ბოროტად სარგებლობს იმ კეთილგანწყობით და მუდმივად სპეკულაციურად ასაღებს მათ მიდგომებს, როდესაც ადამიანები გეუბნებიან, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის რამე საფუძველი არ არის, პოლიტპატიმრები არ არსებობენ და არ არსებობს საფუძველი, რომ ეს ქვეყანა ამოაყირავონ. ოპოზიციას სწორედ მომხმარებლური დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ეს ხალხი არ ეძებს იმ სუბსტანციებს, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ხალხი ეძებს ყველაფერს, რაც კი ჩამოშლის ამ სახელმწიფოს და რევანშისტულ ძალებს მოიყვანს.

ოპოზიცია მიტინგს 15 მაისს აანონსებს. არ მინახავს გაბრაზებული ხალხი, რომელიც 2 თვის შემდეგ იკრიბება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ქვეყნის საწინააღმდეგოდ განწყობილი იმდენი ადამიანი, როგორც ამას ჩვენი ოპოზიციონერები მთელ ქვეყანას უსახავენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები