„მალე ამ მშვენიერი ლოგოთი იხილავთ ჩვენს გამოცემებს, მოსაწვევებს, კლიპებს“…
საქართველოს ხელოვნების სასახლეს თავისი ლოგო ექნება.
„დღეს გამორჩეული საჩუქარი მივიღეთ, სრულიად მოულოდნელად, საჩუქარი ისეთივე განსაკუთრებულია როგორც მისი ავტორი, შესანიშნავი გრაფიკოს-დიზაინერი ბოკა ნეფარიძე.
მიუხედავად არაერთი წარმატებისა, ვერა და ვერ მოვახერხეთ, რომ ჩვენი მუზეუმისათვის ღირსეული და შესაბამისი ლოგო შეგვექმნა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ლოდინი ამაო არ ყოფილა, ბოკამ დღეს ფრიად გაგვახარა, სულ მალე ამ მშვენიერი ლოგოთი იხილავთ ჩვენს გამოცემებს, მოსაწვევებს, კლიპებს და ა.შ. ასე რომ, ბოკა შენ უკვე ჩვენი ნაწილი გახდი, დიდი მადლობა ამისათვის BO KA“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.