სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“ ნიუ-იორკის საიუბილეო კინოფესტივალზე უჩვენებენ

ნიუ-იორკი კინოფესტივალ The New Directors/New Films-ის 50-ე საიუბილეო გამოშვებას უმასპინძლებს. კინოჩვენებები ონლაინფორმატში ჩატარდება, 28 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,  საიუბილეო გამოშვების ფარგლებში შერჩეულ ფილმებს შორის არის სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება”.
რამდენიმე დღის წინ „მოთვინიერება” დაჯილდოვდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯიდლთი უკრაინაში ადამიანის უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალზე და მექსიკაში, კინოფესტივალზე Festival Internacional de Cine UNAM.
ფილმი ასევე აჩვენეს კანადაში, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Hot Docs Canadian International Documentary Festival.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და ლინკოლნის ცენტრის კინოსაზოგადოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები