კონკურსი „მიწისქვეშა ადამიანები“ – დაჯილდოება და წიგნის წარდგენა

5 აპრილს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის ფონდში კონკურს  „მიწისქვეშა ადამიანების“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და წიგნის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „მიწისქვეშა ადამიანები“ მაღაროელთა ცხოვრებას ეძღვნება.
კონკურსი სპონტანურად დაიწყო. მეშახტეებზე ვიდეოს „პოეზიის აფთიაქის“ ჯგუფში გამოხმაურებები მოჰყვა და კომენტარებში გაჩნდა აზრი, კონკურსად ქცეულიყო. იდეის მხარდამჭერი და პროექტის დამფინანსებელიც გამოჩნდა. წარმოშობით მეშახტეთა ქალაქიდან, მეშახტეების დიდი გულშემატკივარი, რამაზ ზოსიაშვილი.
მცირე ხანში სიტყვა საქმედ იქცა.
კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა – გიგი თევზაძე. ჟიურის წევრები: ნატო დავითაშვილი, ქეთევან დუმბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ნინო პოპიაშვილი, ცირა ბარბაქაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები