რუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მაჩაბლის ქუჩაზე მოხდა.

დაჭრილი რუსთავის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი მღებრიშვილია, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები