შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც პარლამენტთან სამუსიკო წარმოდგენა გამართეს, ამ ყველაფერს შეეშვან და დაიცვან შეზღუდვები

“მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც გუშინაც გამართეს პარლამენტთან საღამოს სამუსიკო წარმოდგენა, ამ ყველაფერს შეეშვან”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა.

მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრების ალბათობა არსებობს.

„შეზღუდვების გამკაცრების ალბათობა რა თქმა უნდა არსებობს. თქვენ იცით, რომ ევროპაში მესამე ტალღაა პანდემიის და ზოგიერთ ქვეყნებში ხდება უკვე ამ შეზღუდვების გამკაცრება. ასე რომ, გამორიცხული არაფერია არ არის, პირიქით, ამის ალბათობა რა თქმა უნდა არსებობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ განსაკუთებით სერიოზულად მოვეპყროთ ამ საკითხს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც გუშინაც გამართეს პარლამენტთან საღამოს სამუსიკო წარმოდგენა, ამ ყველაფერს შეეშვან და სერიოზულობით მოეპყრონ ამ საკითხს. შესაბამისად, დაიცვან ის შეზღუდვები, რომელიც არსებობს, ეს არის ახლა ჩვენი ამოცანა”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები