„მისი გოდერძი ჩოხელის „სევდებივით“ ნაგროვები „ქართული ხმები“ პოლიფონიად გაჰყვება ქართულ მიწა-წყალს“…

ანზორ ერქომაიშვილს გამოსათხოვარით პოეტი ჯუბა ღებელი ეხმიანება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„წრე ვიწროვდება, რა მზის წრეც,
შავი ნისლივით მოჩანს,
ამ წუთისოფლის გზაწვრილზე,
წავიქცევით და მორჩა!..
ანზორ ერქომაიშვილი დღეს დატოვებს ბუნდოვან სააქაოს და იქით, სინათლეში, გადაინაცვლებს…
ვიცნობდი, ვიცოდი მისი სულიერი პერიპეტიები და დიდ პატივს ვცემდი…
მორჩა ერთი ეპოქა – კაცობის, ღირსების, პატიოსნების, გნებავთ, მამაკაცური ხიბლისა და სილამაზის დიდი ეპოქა… მაგრამ მისი გოდერძი ჩოხელის „სევდებივით“ ნაგროვები „ქართული ხმები“ პოლიფონიად გაჰყვება ქართულ მიწა-წყალს…
მთაწმინდაზეო?..- ზოგმა იკითხოს იქნება…
ალაზა ხაიაურმა ერთხელ თქვა და ბეჭედიც დასვა – „სადაც შენ დაიმარხები, ყველგან მთაწმინდა იქნებაო”…
ანზორ ერქომაიშვილი ახლა ერთი დიდი საქართველოა, საქართველოს დიდ შვილს გააცილებს დღეს ქართველი ერი…
დიდება უფალს რომ გვყავდა და სულ გვეყოლება!“.. – წერს ჯუბა ღებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები