ვიოლა ფონ კრამონი: რა შუაშია გიორგი რურუას თემა, ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა

”მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არ არის გამოსავალი. თუ მე ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, მე ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მან ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა კონსტრუქციული ქმედებისა და პარლამენტში შესვლისკენ.

“მე თავიდანვე ვისურვებდი, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტი და ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ თავიანთი სავარძლები პარლამენეტში. მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არ არის გამოსავალი. თუ მე ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, მე ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს. მაშინ რატომ მომცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა?! ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში, ეს არის ჩვენი სტრატეგია. მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი და რომ ქუჩიდან მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. კითხვაზე, რომ ოპოზიციას მეორე არგუმენტად 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა მოჰყავს (გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი), ევროპარლამენტარი პასუხობს, რომ რურუას საქმე პოლიტიკურ მოვლენებთან არანაირ კავშირშია. “ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეცხადებინა ბოიკოტი და ეუთოს დასკვნის მიმართ მან ზედაპირული განცხადებები გააკეთა. რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა. პირველი ნავიჯები უნდა გადადგას. მათი ამომრჩევლის მიმართ იქნება კორექტული რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ. ამავდროულად საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ობსტრუქცია მოაწყოს. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი”, – თქვა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები