კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის მოსაზღვრე ნატო-ს წევრ ქვეყნებში საჭიროა საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოადგილე, რომან მაშოვეცი აცხადებს, რომ საჭიროა ნატო-ს იმ წევრი ქვეყნების ჯარის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან.

 

​ამის მიზეზი უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის მობილიზება და რუსეთ-ბელორუსის მასშტაბური სამხედრო სწავლება – “დასავლეთი-2021”-ია.

 

მაშოვეცმა აღნიშნული ინფორმაცია კანადის ელჩს მიაწოდა. მისივე თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცვლელია სექტემბრისთვის დაგეგმილი, რუსეთ-ბელორუსის სამხედრო სწავლება, რომლებიც აგრესიულ ხასიათს ატარებენ.

 

მაშოვეცის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკაშირებული ვითარების გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება ძალთა ბალანსის დაცვით, მათ შორის, ერთობლივი სამხედრო სწავლებებით. ამგვარი ღონისძიებები უნდა შეიცავდეს როგორც სახმელეთო, ასევე, სამხედრო-საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს.

 

პოლიტიკოსის თქმითვე, მიზანშეწონილი იქნება უკრაინის მოსაზღვრე ნატო-ს წევრ ქვეყნებში ჯარის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება.

 

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ამზადებს მასშტაბურ პროვოკაციებს და შესაძლოა, ქვეყანაში შეიარაღებული ფორმირებები შეიყვანოს.

 

გუშინ გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონემდე მას შემდეგ მოიყვანა, რაც დონბასში ოკუპანტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზება დაიწყო.

 

აღნიშნულს ასევე შეერთებული შტატები გამოეხმაურა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, აშშ აფრთხილებს რუსეთს, შეეშვას კიევის “დაშინებას”, უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების შესახებ ინფორმაციის ფონზე.

 

დღეს კი ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ და შექმნილი ვითარება განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები