ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

ტაივანში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, მანამდე 40 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ასევე, გაზრდილია დაშავებულთა რიცხვი – 156 პირი.

ტელეკომპანია TVBS-ი ს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად მემანქანე და მისი დამხმარე დაღუპულები არიან.

მატარებელი 8 ვაგონისგან შედგებოდა და 350 მგზავრი გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მეორე და მესამე ვაგონები გადავიდა რელსებიდან, დანარჩენებმა კი დეფორმაცია მიიღეს გვირაბში კედელთან შეჯახების შედეგად.

მაშველებმა პირველი ოთხი ვაგონიდან ხალხის ევაკუაცია შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები