თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ,,ლოქდაუნი”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ფართო ,,ლოქდაუნი” არ იგეგმება.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი.

„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი, შემთხვევების მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ადგილზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია. ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ,,ლოქდაუნი”, უფრო მეტიც, ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწარაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები