„ფოლკამბები“ – ანზორ ერქომაიშვილი
2 აპრილის „ფოლკამბები“ ანზორ ერქომაიშვილს მიეძღვნება. გადაცემა ფოლკლორის ცენტრის ბიბლიოთეკიდან 14:00 საათზე დაიწყება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, გადაცემის სტუმრები მსმენელებს გაუზიარებენ მოგონებებს ანზორ ერქომაიშვილის შესახებ.
სტუმრები: მიხეილ მცურავიშვილი, მაია მიქაბერიძე, გიორგი გაბუნია, თეონა რუხაძე და მიხეილ ჯავახიშვილი
გადაცემას უძღვება გივი აბესაძე.