ტაივანში სარკინიგზო ავარიას 40 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანის აღმოსავლეთ მხარეში მატარებელი Taroko Express-ი რელსებიდან გადავიდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანია დაღუპული, 72 კი მატარებლის შიგნით ბლოკირებული რჩება.

ინფორმაციას ტაივანის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ასევე, ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 61 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

უცხოური მედია წერს, რომ მატარებელი 8 ვაგონისგან შედგებოდა და 350 მგზავრი გადაჰყავდა.

არსებული ინფორმაციით, მეორე და მესამე ვაგონები გადავიდა რელსებიდან, დანარჩენებმა კი დეფორმაცია მიიღეს გვირაბში კედელთან შეჯახების შედეგად.

მაშველებმა პირველი ოთხი ვაგონიდან ხალხის ევაკუაცია შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები