თამრიკო ჭოხონელიძე – პოზნერზე: დაბადების დღის გადახდა იმ ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტი მათ აქვთ წართმეული, ეს უბრალოდ ცინიზმია და მეტი არაფერი

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასა და ამასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს აფასებს.

ჭოხონელიძე ფიქრობს, რომ პროტესტი სამართალიანია.

“დაბადების დღის გადახდა იმ ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტი მათ აქვთ წართმეული, ეს უბრალოდ ცინიზმია და მეტი არაფერი. რამდენჯერ უნდა აიტანოს საქართველომ ეს ცინიზმი. ხომ ხედავენ, რომ ვერ იტანენ და არცერთი შეგნებული ქართველი თავს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ეს ცინიზმი აიტანოს, ამიტომაცაა ეს პროტესტი”, – განაცხადა ჭოხონელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები