“გასაკვირი არ არის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აზრადაც არ უშვებენ ამ დესტრუქციული ვნებების ქვაბში დაბრუნებას” – პუშკოვი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე
რუსი სენატორი, ალექსეი პუშკოვი თბილისში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პუშკოვმა რუსეთის მოქალაქე საჯარო პირებს საქართველოში მგზავრობისგან თავის შეკავება ურჩია.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.
”ქვეყანა რჩება ნაციონალიზმის, უთანხმოებისა და კონფლიქტების საკუთარი დემონების ტყვეობაში. გასაკვირი არ არის, რომ არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში აზრადაც არ უშვებენ ამ დესტრუქციული ვნებების ქვაბში დაბრუნებას”, – თქვა სენატორმა.