“ადამიანები რჯულისა და წარმომავლობის გარეშე” – თინა კანდელაკი პოზნერის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებზე
ტელეწამყვანი თინა კანდელაკი თბილისში გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით, რადგან ეს იყო აზრისა და მსოფლმხედველობის ნაწილი.
“პოზნერმა საქართველოს შესახებ იმათზე მეტი იცის, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, უპატივცემულობა სასტუმროსთან გამოეხატათ”, – აღნიშმა კანდელაკმა.
მან აქციის მონაწილეებს უწოდა “ადამიანები რჯულისა და წარმომავლობის გარეშე” და მწუხარება გამოთქვა, რომ არ მოიძებნა არავინ ისეთი, ვისაც მათი შეჩერება შეეძლო.
“ისინი მათ გააძევებდნენ იქედან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – იქ, სადაც ადამიანები არ სცემენ პატივს საკუთარ ფესვებს და აბუჩად იგდებენ თავიანთ წარსულს და ამ ყველაფერს ცვლიან იმწუთიერ პოლიტიკურ ამბიციებზე”, – დაასკვნა კანდელაკმა.