„სხვადასხვა“ – ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა
2 აპრილს, 13:00 საათზე, გალერეა „ვანდა” ნინო ფერაძის პერსონალურ გამოფენას – „სხვადასხვას“ უმაპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა მთელი დღის მანძილზე, 20:00 საათამდე გაგრძელდება.
მისამართი: დ. ჭონქაძის ქუჩა №14.
დამთვალიერებლები გალერეაში დაიშვებიან ეტაპობრივად; დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა.