“საქართველოში ჩასვლა ძალიან საშიშია” – კრემლი პოზნერის ინციდენტზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის შეფასებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა უსაფრთხო არ არის.

ასე გამოეხმაურა პესკოვი  თბილისში ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს.

“რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო უსაფრთხო არ არის. იქ, უბრალოდ, ძალიან საშიშია ჩასვლა და რუსეთის მოქალაქეებმა ეს მკაფიოდ უნდა აღიქვან”, – თქვა პესკოვმა.

ვლადიმერ პოზნერმა თბილისი დაგეგმილზე ადრე მას შემდეგ დატოვა, რაც სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც ის და მისი 50-მდე თანმხლები პირი ვახშმობდნენ, ხალხი შეიკრიბა და გააპროტესტა ის, რომ ჟურნალისტი საქართველოში მოქმედ ეპიდრეგულაციებს არღვევს.

გარდა ამისა, ჟურნალისტს მისივე სიტყვები გაახსენეს, რომ “აფხაზეთი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება”.

შეკრებილებმა თბილისში ჩამოსულებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

ტელეწამყვანი თბილისში 3 აპრილამდე გეგმავდა დარჩენას, დღეს კი მას 87 წლის იუბილე უნდა აღენიშნა, თუმცა, ქვეყანა ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები