ზახაროვა – პოზნერის ინციდენტზე: დემოკრატიის გზები არაცივილურია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ხაზაროვა თბილისში რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანთან, ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ​

როგორც ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა, ზოგიერთ ქვეყანაში დემოკრატიის გზები არაცივილურ ფორმებს იღებს.

“დემოკრატიის გზები არაცივილურია: ჩვენ რთულ გზას გავდივართ ზურმუხტისფერი ქალაქისკენ”, – წერს ზახაროვა.

ვლადიმერ პოზნერმა თბილისი დაგეგმილზე ადრე მას შემდეგ დატოვა, რაც სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც ის და მისი 50-მდე თანმხლები პირი ვახშმობდნენ, ხალხი შეიკრიბა და გააპროტესტა ის, რომ ჟურნალისტი საქართველოში მოქმედ ეპიდრეგულაციებს არღვევს.

გარდა ამისა, ჟურნალისტს მისივე სიტყვები გაახსენეს, რომ “აფხაზეთი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება”. შეკრებილებმა თბილისში ჩამოსულებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

ტელეწამყვანი თბილისში 3 აპრილამდე გეგმავდა დარჩენას, დღეს კი მას 87 წლის იუბილე უნდა აღენიშნა, თუმცა, ქვეყანა ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები