გრიგოლ გეგელია: ჩემთვის დაუჯერებელია, ამხელა ამალიდან არცერთს არ ჰქონდეს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი

“ისმის ძალიან სერიოზული კითხვები, ხელისუფლების რომელი პირები იყვნენ ინფორმირებულნი იმის თაობაზე, რომ პოზნერი საქართველოში შემოდიოდა და რატომ დაუშვეს მისი ქვეყანაში შემოსვლა”, – ასე ეხმაურება “ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლას და ამასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.

გეგელიას თქმით, მას უჩნდება კითხვა, ხომ არ იყო აღნიშნული ფაქტი საზოგადოებრივი დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა.

“ისმის ძალიან სერიოზული კითხვები, ხელისუფლების რომელი პირები იყვნენ ინფორმირებულები იმის თაობაზე, რომ პოზნერი საქართველოში შემოდიოდა და რატომ დაუშვეს მისი ქვეყანაში შემოსვლა. იყო თუ არა ეს კიდევ ერთი ნათელი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებრივ დესტაბილიზაციას ჰქონოდა ადგილი, რუსული სცენარის თანახმად, რომელიც ნარიშკინების საყვარელი სცენარია მუდმივად. ფაქტობრივად, ჩემთვის დაუჯერებელია, ამხელა ამალიდან არცერთს არ ჰქონდეს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი”, – განაცხადა გეგელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები