მოსკოვში ჩასულმა პოზნერმა თბილისში მომხდარ ინციდენტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა

რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ვლადიმერ პოზნერმა, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თბილისში მომხდარ ინციდენტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

როგორც “ეხო მოსკვი” წერს, გამოცემა მას დაუკავშირდა, თუმცა, პოზნერმა კომენტარზე უარი თქვა.

ვლადიმერ პოზნერმა თბილისი დაგეგმილზე ადრე მას შემდეგ დატოვა, რაც სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც ის და მისი 50-მდე თანმხლები პირი ვახშმობდნენ, ხალხი შეიკრიბა და გააპროტესტა ის, რომ ჟურნალისტი საქართველოში მოქმედ ეპიდრეგულაციებს არღვევს. გარდა ამისა, ჟურნალისტს მისივე სიტყვები გაახსენეს, რომ “აფხაზეთი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება”.

შეკრებილებმა თბილისში ჩამოსულებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

ტელეწამყვანი თბილისში 3 აპრილამდე გეგმავდა დარჩენას, დღეს კი მას 87 წლის იუბილე უნდა აღენიშნა, თუმცა, ქვეყანა ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები