ირაკლი ქადაგიშვილი – პოზნერზე: რუსეთის, აშშ-ის თუ საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც იყო ჩამოსული, ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია – ფორმალურად ჰქონდა საქართველოში შემოსვლის უფლება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოზნერს საქართველოში შემოსვლით ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

“ის, რომ რუსეთის, აშშ-ის თუ საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც იყო საქართველოში ჩამოსული და რომელსაც კანონი არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ, მას ფორმალურად ჰქონდა საქართველოში შემოსვლის უფლება.

კარგად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი პროტესტი ყოველთვის იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროტესტი და არ იყოს საბაბი იმისათვის, რომ რუსეთმა ფორმალურად თავისი უკანონო სანქციების შემოღების საშუალებად აღიქვას ეს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები